უკრაინას ესტუმრა შვედი მთავარსარდალი

შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი მიქაელ ბიუდენი უკრაინის არმიის აღმოსავლეთის მიმართულებით მებრძოლ ბრიგადას ეწვია.
შვედი გენერლის ვიზიტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს. შეხვედრისას გენერალი ბიუდენი გაესაუბრა არტილერისტებსა და ქვეითებს, რომლებიც შვედეთში გაწვრთნეს. უკრაინელმა სამხედროებმა მადლობა გადაუხადეს გენერალს და მის ქვეყანას მხარდაჭერისთვის.
სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრი, რომელიც სწავლობს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, აღნიშნავს, რომ ეს არის უკრაინის წინააღმდეგ ს მიერ ომის დაწყების შემდეგ ფრონტზე მაღალი რანგის დასავლელი სამხედრო პირის პირველი საჯარო ვიზიტი.
ამ კვირის დასაწყისში ბიუდენი ეწვია კიევს. უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე შვედ სტუმართან ერთად „გრიპენის“ ტიპის თვითმფრინავების შესაძლო მიწოდება განიხილა. დისკუსიის დეტალები არ გაუმხელიათ. ბიუდენის თქმით, თვითმფრინავების გადაცემის საკითხი შვედეთში განიხილება პოლიტიკურ და სამხედრო დონეზე.
ეს არ არის ბიუდენის პირველი ვიზიტი უკრაინის საბრძოლო ზონაში. 2017 წელს ის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს სტუმრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“