უკრაინას ესაჭიროება ძალები და საშუალებები ამ ბომბების, რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გასანადგურებლად – ზელენსკი

უკრაინაში ომი გრძელდება – ხარკოვზე ს საჰაერო თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 56, მათ შორის სამი ბავშვია. მართვადი საჰაერო ბომბი 5-სართულიან კორპუსს დაეჯახა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ხარკოვის ოლქში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება თითქმის 17 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოკუპანტების სამიზნე გახდა ც.
“მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისიდან რუსებმა გამოიყენეს 2400-ზე მეტი მართვადი ბომბი ში, მათ შორის დაახლოებით 700 ხარკოვის რეგიონში, ჩვენს პოზიციებზე. ასევე განხორციელდა რუსეთის დარტყმები დონეცკის რეგიონში, ჩვენს სხვა ფრონტზე და სასაზღვრო რეგიონებში. ხარკოვში რუსული ავიაბომბის ადგილზე ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.
ქალაქში ოთხი კონტროლირებადი ბომბი ჩამოვარდა – ერთმა ბომბმა გაანადგურა საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტოსადგურზე. ამ დროისთვის ქალაქში 40-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი, ყველამ მიიღო საჭირო დახმარება.
დღევანდელი დარტყმების შედეგად, ხარკოვში სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინას ესაჭიროება ძალები და საშუალებები ამ ბომბების, რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გასანადგურებლად.
მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის იმ მტკიცე გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც დაგვეხმარა ხარკოვის რეგიონის საზღვრისპირა ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციაში, მადლობელი ვართ დამტკიცებული პაკეტებისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისინი სრულად ბრძოლის ველზე და ყველაფერი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით [-ის] პრეზიდენტთან [ჯო] ბაიდენთან, უნდა განხორციელდეს,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი .

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია