“უკრაინას და უნგრეთს საერთო ევროპული მომავალი აქვთ”, – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უნგრელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ კულება X-ზე წერს.
“ბრიუსელში, ჩემს უნგრელ კოლეგასთან, პეტერ სიიარტოსთან გულწრფელი საუბარი გვქონდა. მე მას ვაცნობე ეროვნული უმცირესობების შესახებ უკრაინის კანონმდებლობაში ბოლო ცვლილებების შესახებ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება დასაბუთებული და დროულია. უკრაინასა და უნგრეთს საერთო ევროპული მომავალი აქვთ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ევროპის საბჭოს სამიტის წინ ამ კვირის ბოლოს”, – წერს კულება.
We had a frank conversation with my Hungarian counterpart Péter Szijjártó in Brussels.
I informed him of the recent changes to the Ukrainian legislation on national minorities. We discussed in detail the issue of opening Ukraine’s EU accession talks.
I emphasized that the… pic.twitter.com/nf1SW5kPpf— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) December 11, 2023