უკრაინას დასავლეთის დახმარება თითქმის 90 პროცენტით შეუმცირდა

უკრაინის მოკავშირეებმა ქვეყნისთვის დახმარების მიწოდება მკვეთრად შეამცირეს და დახმარების მაჩვენებელი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, – ინფორმაციას მედია საშუალებები კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„უკრაინის მხარდაჭერის დინამიკა შენელდა. 2023 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე უკრაინისთვის დაპირებული ახალი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90 პროცენტით შემცირდა და 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა“, – აცხადებენ კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში.
ინსტიტუტში განმარტავენ, რომ 2023 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო ღირებულებამ 2.11 მილიარდ ევროს (2.27 მილიარდი დოლარი) მიაღწია, რაც 87 პროცენტიანი წლიური ვარდნაა.
ამასთან, 42 დონორი ქვეყნიდან, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი ბოლო სამი თვის განმავლობაში მხოლოდ 20-მა მიიღო, რაც ყველაზე მცირე მაჩვენებელია ომის დაწყების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას