უკრაინას აშშ-სგან 425 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტი გადაეცემა

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ აცხადებს. ინფორმაციას -ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ს დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.
პაკეტში სხვა სამხედრო დახმარებასთან ერთად შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სიაში ასევე მოხსენიებულია Stryker ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სათადარიგო ნაწილები.
2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, სამხედრო დახმარების ეს პაკეტი, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული 69-ე პაკეტია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო