უკრაინას აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში – პოლონეთი, ესტონეთი და ლიეტუვა

ლიეტუვის, სა და პოლონეთის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს უკრაინის უფლება, დასავლური შეიარაღებით მიიტანოს იერიშები ს ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე.
ს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და, თუ ამის საჭიროება იქნება… აქვს უფლება, განახორციელეს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხვდება ამას. უკრაინას უნდა მივცეთ თავის დაცვის თავისუფლება”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, რომელიც 31 მაისს ში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე დაუჭირა მხარი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ კი აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის ემხრობოდა და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებაზე არასოდეს შემოუღია რაიმე შეზღუდვა.
“საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უკრაინას აქვს თავდაცვის ყველანაირი უფლება”, – განაცხადა რადოსლავ შიკორსკიმ.
30 მაისს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად.