უკრაინასთან რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის წარმომადგენელი – კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება

კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება, – ამის შესახებ სთან ს მომლაპარაკებელი ჯგუფის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ზორინმა განაცხადა.
„რუსულმა მხარემ, 2 ივნისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების დაცვით და ასევე სტამბოლში უკრაინულ მხარესთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რეპატრიაციისთვის მომზადებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვლის ზონაში გადაიტანა. ეს არის 1212 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, რომელთაგან ბევრი იდენტიფიცირებულია“, – განაცხადა ალექსანდრე ზორინმა.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინას 6000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცეს.
„არსებობს სიგნალები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ცხედრების გადაცემის პროცესი, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გადაიდება. რუსეთი სპეციალური არხის მეშვეობით ამის შესახებ შეტყობინებას ელოდება“, – აღნიშნა ზორინმა.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება უარყვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, მაგრამ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა, მაგრამ ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა