უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი – რუსეთსა და უკრაინას შორის მძიმედ დაჭრილი ტყვეების სასწრაფო გაცვლის პროცესი 12 ივნისს დაიწყება

რუსეთსა და ს შორის მძიმედ დაჭრილი ტყვეების სასწრაფო გაცვლის პროცესი 12 ივნისს დაიწყება, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის თანაშემწემ და უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.
„სტამბოლის შეთანხმებების შესაბამისად, დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემა დაიწყო. ჩვენ უკრაინულ მხარეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 1212 ჯარისკაცის ცხედარი გადავეცით. მათ რუსეთის შეიარაღებული ძალების 27 ჯარისკაცის ცხედარი დაგვიბრუნეს. ასევე, ხვალ ფრონტის ხაზიდან მძიმედ დაჭრილი ტყვეების სასწრაფო გაცვლას დავიწყებთ“, – განაცხადა მედინსკიმ.
მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ჯარისკაცების ცხედრების გადაცემის შესახებ მუშაობა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.