უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი – რუსეთთან ხანგრძლივი ომის წარმოება შეუძლებელია – მშვიდობა გვსურს, მაგრამ თუ უკრაინა უცხო ქვეყნების ინტერესებით ხელმძღვანელობას გააგრძელებს, იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ

რუსეთთან ხანგრძლივი ომის წარმოება შეუძლებელია, – ამის შესახებ სთან მოლაპარაკებებში ს დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის განცხადებით, „ს მხრიდან კომპრომისებზე წასვლის სურვილის არქონა უკრაინას ტერიტორიული დანაკარგების ფასად დაუჯდება“.
„ჩვენ მშვიდობა გვსურს, მაგრამ თუ უკრაინა უცხო ქვეყნების ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობას გააგრძელებს, მაშინ იძულებული ვიქნებით ვუპასუხოთ“, – განაცხადა მედინსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი „ორ ძმას შორის კონფლიქტს ჰგავს“.
„ეს უფროსსა და უმცროს ძმებს შორის კონფლიქტს ჰგავს, იმის შესახებ, თუ რომელი უფრო ჭკვიანი და მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი ჩვენ შორის უთანხმოებებს აღრმავებს და სწორედ ამიტომ გვსურს, რომ ის რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – აღნიშნა მედინსკიმ.