“უკრაინასთან მოლაპარაკებების თემა ახლა აქტუალური არ არის… ამის საფუძველი არ გვაქვს” – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ჩვენ დანამდვილებით ვთვლით, რომ მოლაპარაკებების თემა ახლა აქტუალური არაა. ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ რომ ამ მოლაპარაკებებისთვის არ არსებობს არანაირი ფუნდამენტი და წინაპირობა“, –განაცხადა პესკოვმა.
თუმცა, პესკოვის ამ განცხადების მიუხედავად, გუშინ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს შეხვედრაზე თქვა, რომ მზად იქნება უკრაინასთან, აშშ-თან და ევროპასთან მოსალაპარაკებლად, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ.