უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის წინადადებას ომის დასრულება შეუძლია – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, სთან დაკავშირებით მოსკოვის წინადადებას საომარი მოქმედებების დასრულება შეუძლია, თუ და მისი დასავლელი სპონსორები ამ წინადადების მისაღებად მზად იქნებიან. ამის შესახებ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.
ს პრეზიდენტის თქმით, მზად არის გაითვალისწინოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრების ინიციატივები უკრაინასთან კონფლიქტის დასასრულებლად. ამავდროულად, მისი თქმით, წევრი ქვეყნების უსაფრთხოება ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
“სწორედ ამისკენ არის მიმართული დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ორგანიზაციის რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურის უნივერსალურ ცენტრად გარდაქმნის შესახებ, რომელიც საფრთხეების სრულ სპექტრს უპასუხებს. რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორობას. ეს ურთიერთქმედება თანდათან ვითარდება თანასწორობის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებით, კულტურული და ცივილიზაციური მრავალფეროვნების პატივისცემით, უსაფრთხოების აქტუალური საკითხების კოლეგიალური გადაწყვეტილებების ძიებით”. – თქვა პუტინმა.