უკრაინასა და უნგრეთში ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას ამზადებენ

უკრაინასა და უნგრეთში მიმდინარეობს ვოლოდიმირ ზელენკისა და ს შეხვედრის სამზადისი. სააგენტო Reuters-ი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა უახლოეს პერიოდში უნდა შედგეს.
დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის ქვეყნები, უნგრეთის გარდა, სთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ. მათ შეძლეს უნგრეთის პრემიერ ორბანის უარყოფითი პოზიციისთვის გვერდის ავლა. ორბანმა გადაწყვეტილების მიღებამდე დატოვა მოლაპარაკების სივრცე.
თუმცა ვერ მოხერხდა ორბანის წინააღმდეგობის დაძლევა უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მლრდ დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე. ორბანის სურვილია, უკრაინამ დახმარება ევროკავშირის ბიუჯეტს მიღმა არსებული სახსრებიდან მიიღოს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა კონსტრუქციული შეხვედრის ორგანიზება. მოგვიანებით ორბანმა დაადასტურა, რომ შეხვედრაზე მიწვევა მიიღო.
უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა უკრაინაში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. ორბანმა რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც.