უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ამერიკული სწრაფი კვების ქსელი Subway “ომის სპონსორთა” სიაში შეიყვანა. ამის მიზეზი კი რუსეთში მოქმედი 500-მდე Subway-ს რესტორანია.
აღნიშნულ სიაში უკვე შეყვანილია საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა PepsiCo Inc. და Philip Morris Internatonal Inc.
სააგენტოს მიხედვით, Subway-ის რეკლამა განთავსებულია სანქცირებულ რუსულ სოციალურ ქსელებში და შეკვეთების მიწოდებისთვის იყენებს რუსულ Yandex-ს.
ამერიკულ კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.