უკრაინამ 94 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ ომში დაღუპული კიდევ 94 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს მოვახერხეთ უკრაინის 94 დამცველის ცხედრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება“, – აცხადებენ შტაბში.
მათი განმარტებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, უკრაინამ ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები მოწინააღმდეგე მხარესაც გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი