უკრაინამ 909 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 909 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც ბახმუტის, კურახოვოს, პოკროვსკის და სხვა ტერიტორიების მახლობლად მდებარე ფრონტის ხაზებზე დაიღუპნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაღუპული დამცველები დააბრუნეს: კურახოვოს, პოკროვსკის, ბახმუტის, უგლედარის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ხარკოვის მიმართულებებიდან, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან.
შტაბის ცნობით, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებაში დახმარება მათ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაუწია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”