უკრაინამ, 38-დან, 25 რუსული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, 38 რუსული დრონიდან 25 ჩამოაგდეს.
„წუხელ მტერმა გამოიყენა 38 შაჰედ-131/136 დრონი. თავს დაესხა უკრაინის ინფრასტრუქტურას რამდენიმე რაიონში, მათ შორის, ოდესის ოლქის სამხრეთით და ცენტრალურ ში“, – განაცხადა მიკოლა ოლეშჩიუკმა.
საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა თქვა, რომ კიდევ სამი დრონი “დაიკარგა რუმინეთთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ”.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს დაადასტურა, რომ მან იპოვა რუსული დრონის ფრაგმენტები, სოფელ პლაურუსთან.
უკრაინის დედაქალაქ სა და ჟიტომირის რეგიონის ადგილობრივი მმართველები აცხადებენ, რომ მათი რეგიონები ასევე იყვნენ ს საჰაერო თავდასხმის სამიზნეები.
ჟიტომირის გუბერნატორმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ღამით, 10 საჰაერო სამიზნედან უმეტესობა ჩამოაგდო, მაგრამ დრონის ნამსხვრევებმა 10 კერძო სახლი და ერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ კი განაცხადა, რომ დრონებმა დედაქალაქს სხვადასხვა მიმართულებით შეუტიეს. მაგრამ, ყველა მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურა. პოპკოს თქმით, კიევში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.