უკრაინამ 254 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში კიდევ 254 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაძლებელი გახდა დონეცკის მიმართულებით მებრძოლი 221 დამცველის, ზაპოროჟიეს მიმართულებით 25 დაღუპული ჯარისკაცის და ლუგანსკის მიმართულებით დაღუპული 4 დამცველის ს ფედერაციიდან დაბრუნება.
ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში ცხედრები, იდენტიფიცირების შემდეგ, ოჯახებს გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ