უკრაინამ 20 რუსული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მისმა სამხედროებმა უკრაინის ხუთ რეგიონში ს მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. საუბარია 20 უპილოტო საფრენ აპარატზე, რომლითაც რუსეთი ცდილობდა იერიშები მიეტანა ხარკივის, პოლტავის, ვინიცის, ოდესისა და მიკოლაივის რეგიონებზე.
გუბერნატორი ვიტალი კიმი ამბობს, რომ მიკოლაივში რუსეთის იერიშებს ღამის განმავლობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. ფილიპ პრონინი – პოლტავის რეგიონის გუბერნატორი – კი განმარტავს, რომ რუსეთის იერიშების შედეგად, რეგიონში არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა და არც არავინ დაშავებულა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა ოცივე დრონის ჩამოგდება მოახერხეს, ხარკივის რეგიონში რამდენიმე აფეთქება მაინც მოხდა. რეგიონის წარმომადგენელი ოლეჰ სინიეჰუბოვი ამბობს, რომ იერიშების შედეგად დაზიანდა ხუთი შენობა, მათ შორის რაიონის ადმინისტრაციული ნაგებობაც.
ოფიციალური ს განცხადებით, რუსეთი ახლა ყველაზე დიდ მობილიზაციას სწორედ ხარკივის რეგიონის მისამართით აკეთებს და მას ძლიერ ბომბავს.