უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მიიღო, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო

უკრაინამ მიიღო შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო. ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, დოვილე შაკალიენე ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს უკრაინული წარმოების თანამედროვე, შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღი, რომელიც უკვე წარმატებით გამოიყენება ფრონტის ხაზზე. ეს მიწოდება, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა და რომელიც დაფინანსებული ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ, წარმოადგენს პირველ ტრანშს ისტორიული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გზით“, – წერს მინისტრი.
მისი განცხადებით, უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა და ლიეტუვის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.
„უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა. ლიეტუვის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენი ვალდებულება მტკიცე და ურყევია. ამჟამად, ამზადებს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შემდეგ პარტიას ლიეტუვის მეორე ტრანშის ფარგლებში, იმავე ოდენობით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად“,- წერს დოვილე შაკალიენე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება

ალეკო ელისაშვილი – ჩემი სახელითა და გვარით ცდილობენ, დააზიანონ დანარჩენი პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი – არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი – მოუწევთ ციხის კარის გახსნა