უკრაინამ ყირიმში 2 რუსული სადესანტო ხომალდი დააზიანა

უკრაინამ გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს შეუტია ანექსირებულ ყირიმში, რის შედეგადაც, საზღვაო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო საკომუნიკაციო ცენტრთან ერთად, დააზიანა 2 რუსული სამხედრო-სადესანტო ხომალდი — „აზოვი“ და „იამალი“.
უკრაინული მედიის ცნობით, უცნობია ხომალდების დაზიანების ხარისხი.
The Kyiv Independent-ის ცნობით, „იამალს“ 98-კაციანი ეკიპაჟი ემსახურება, „აზოვს“ — 87, ორივე ხომალდი კი შავი ზღვის ფლოტის 197-ე ბრიგადის ნაწილია, რომლებსაც რუსეთის არმია აქამდე აქტიურად იყენებდა საწვრთნელი მიზნებისთვისაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ უპასუხია უკრაინული მხარის ინფორმაციისთვის.
ბოლო დღეებში რუსეთმა კიდევ უფრო მოუხშირა საჰაერო შეტევებს უკრაინის მიმართულებით და ძირითად სამიზნედ ენერგოინფრასტრუქტურა აირჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ