უკრაინამ ღამის განმავლობაში 7 რუსული რაკეტა და 32 დრონი გაანადგურა

ხუთშაბათს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა განაცხადა, რომღამის განმავლობაში ქვეყნის ანტისაჰაერო დაცვის სისტემებმა, რუსების მიერ გაშვებული 7 რაკეტა და 32 დრონი გაანადგურა.
საჰაერო ძალების ოფიციალურმა პირმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა, რომ რუსეთმა სულ 51 რაკეტა და დრონი გაუშვა.
მეთაურმა თქვა, რომ ს ძალებმა განახორციელა თავდასხმა „ში სამხედრო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
ხარკივის მერმა იჰორ ტერეხოვმა ცალკე განცხადებაში თქვა, რომ გასულ ღამით ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და ოთხი ადამიანი დაშავდა.
სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების სხვა ორგანოებს თავდასხმების მსხვერპლზე ან ნგრევაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ