უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია და ნიდერლანდებიდან F-16-ები მიიღო

უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია და ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავები მიიღო ნიდერლანდებიდან. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ისე თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მიიღო დიდი ხნის ნანატრი გაძლიერება – პირველი ფრანგული Mirage 2000 და F-16 გამანადგურებლები ნიდერლანდების სამეფოდან. ეს თანამედროვე საბრძოლო მანქანები უკვე შია და მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიების შესრულებას, გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვას და ს აგრესიას ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევენ.” – განაცხადა უმეროვმა.
მ ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ თვითმფრინავები ქვეყანაში ოთხშაბათს ჩავიდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ შეუძლია გაამჟღავნოს უკრაინისთვის გადაცემული ფრანგული Mirage-ების რაოდენობა, თუმცა დაამატა, რომ რაოდენობა პრეზიდენტ მაკრონთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის