უკრაინამ უცხოური გემი დააკავა, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოდესის ოლქის რენის პორტის წყლებში გასულ კვირას დააკავეს.
„გემზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გემის დოკუმენტაცია, AIS სისტემა, კომპიუტერი და სევასტოპოლის საზღვაო სავაჭრო პორტის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტაცია იქნა ამოღებული. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის პროცედურის დარღვევის შესახებ გემის USKO MFU-ს კაპიტანს, აზერბაიჯანის მოქალაქეს, ეცნობა. ამჟამად, ეჭვმიტანილისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხი წყდება“, – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა.