უკრაინამ უნგრეთთან მოლაპარაკება გამართა ევროკავშირის დახმარების პაკეტზე და ეთნიკური უნგრელების უმცირესობაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამბობს, რომ “კონსტრუქციული მოლაპარაკება” ჰქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან, იმ ფონზე, როცა დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს მომავალ კვირაში დანიშნული ევროკავშირის სამიტის წინ, სადაც, კიევი იმედოვნებს, რომ ბუდაპეშტი მოხსნის ვეტოს უკრაინის მასშტაბური დახმარების პაკეტს.
კულებამ და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი იერმაკმა 29 იანვარს სიიარტოსთან შეხვედრა გამართეს უკრაინის სასაზღვრო ქალაქ უჟგოროდში – სადაც ეთნიკური უნგრელების უმცირესობა ბინადრობს. მათი თქმით, მოლაპარაკება გამოირჩეოდა “გულწრფელობით, გულახდილობით და კონსტრუქციულობით”.
კულება ამბობს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუშავებს ში ეთნიკური უნგრელების უფლებების დაცვაზე – რაც ბუდაპეშტს აწუხებს – და შემდეგ 10 დღეში ამ საკითხში “საბოლოო სინათლეს” შეიტანს.
“ერთ მარტივ რაღაცაზე შევთანხმდით. უნგრეთის მხარეს ვთხოვეთ გადმოგვცეს იმ კითხვების ფართო სია, რომლებიც მას აქვს უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხზე. ეს სია მივიღეთ” – თქვა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა