ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, E ჯგუფში, უკრაინამ სლოვაკეთი 2:1 დაამარცხა.
მატჩი სლოვაკთა შეტევებით დაიწყო და ტრუბინის კარი შრანცმა დალაშქრა. მან ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა. უკრაინელებმა ანგარიში შესვენების შემდეგ შაპარენკოს გოლით გაათანაბრეს. სლოვაკებს დაღლა დაეტყოთ, რებროვის შეგირდებმა კი ზეწოლა გააძლიერეს და შაპარენკოს პასით გამარჯვების გოლი დოვბიკის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა იარემჩუკმა გაიტანა.
სლოვაკეთს და უკრაინას 3-3 ქულა აქვთ. ხვალ ამ ჯგუფში ერთმანეთს ბელგია და რუმინეთი შეხვდებიან.
ჯგუფში ბოლო ტური 26 ივნისს გაიმართება: სლოვაკეთი რუმინეთს, ხოლო უკრაინა ბელგიას დაუპირისპირდება და ისეთი სიტუაციაა, შემდეგ
ეტაპზე გასვლის შანსი, ალბათ, ყველა გუნდს ბოლომდე ექნება.
სლოვაკეთი – უკრაინა 1:2
გოლები: 1:0 შრანცი (17), 1:1 შაპარენკო (54), 1:2 იარემჩუკი (80)