უკრაინამ სევასტოპოლის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტზე ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა.
მოგვიანებით სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა განაცხადა, რომ რაკეტა ერთ-ერთი გემის ჩასაძირად იყო მიმართული და შეტევა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერია, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია.
Telegram-არხებში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს პორტში გაჩენილი ხანძარი.
უკრაინის ოფიციალურ მხარეს შეტევაზე კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.