უკრაინამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილობრივი კომპენსაციისთვის 1,34 მლრდ აშშ დოლარის დახმარება მიიღო

მ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილობრივი კომპენსაციისთვის 1,34 მლრდ დოლარი მიიღო.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დახმარება გათვალისწინებულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროსთან, კერძოდ, პენსიებისა და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის თანამშრომლებისთვის გადასახდელებისთვის. მათივე ცნობით, დაფინანასება პროექტ PEACE უკრაინაში-ს ფარგლებში განხორციელდა.
“საერთაშორისო ფინანსური დახმარება არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და საშუალებას გვაძლევს გავუწიოთ პრიორიტეტული სოციალური ხარჯები ომის დროს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ.
გარდა ამისა, არსებობს გრანტები:
· 190 მილიონი აშშ დოლარი ნორვეგიიდან უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების სატრასტო ფონდის (URTF) მეშვეობით;
· 50 მილიონი აშშ დოლარი აშშ-ს მთავრობისგან;
· 20 მილიონი აშშ დოლარი შვეიცარიის მთავრობისგან.
ცნობილია, რომ თანხები განაწილდება, როგორც ნაწილობრივი კომპენსაცია უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისთვის.