მ საქართველოს მთავრობას საინჟინრო ტექნიკა სთხოვა – “იმედია, მალე მივიღებთ პასუხს”

უკრაინა საქართველოს მთავრობას მიმართავს და საინჟინრო ტექნიკის გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ალექსანდრ შულგამ განუცხადა. შულგას თქმით, ქართული მხარისგან ჯერჯერობით, პასუხი არ აქვთ.
“ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობას, ძალიან ბევრი წერილი გავაგზავნეთ და ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, როგორ შეუძლია დახმარების გაწევა. ვიღაც ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, ზოგი ფინანსურს ზოგი, სამხედრო დახმარებას გვიწევს, იარაღის მოწოდებას ახორციელებს უკრაინისთვის. 2022-23 წლებში 500 გენერატორი გაიგზავნა საქართველოდან, სხვადასხვა სახის ტვირთი, მედიკამენტები, ახლა ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ მათ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, რადგან იმ პირობებში როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ამ ნანგრევებისგან გასუფთავება, ამ ყველაფერს განიხილავს ქართული მხარე და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივიღებთ ამის შესახებ პასუხს”

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ