უკრაინამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის პერიოდის 13 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
დადგენილებაში, რომელიც დამტკიცებულია კანონით, ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ს ფედერაციის ხანგრძლივ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიასთან დაკავშირებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებების საფუძველზე, ში საომარი მდგომარეობა 14 თებერვლის დილის 5:30 საათიდან 90 დღის ვადით, ანუ 2024 წლის 13 მაისამდე გახანგრძლივდა.
სახალხო დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გაგრძელებას.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, მ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები გუშინ წარუდგინა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი მეათედ დაუჭირა.