უკრაინამ სანქციები დაუწესა თავის 7 მოქალაქეს, მათ შორის ოლექსი არესტოვიჩს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა მ ხელი 1 მაისს მოაწერა.
ზელენსკის განცხადებით, ამ პირებმა თავისი ბედი დაუკავშირეს ს ინტერესების შესაბამის პროპაგანდას, ომს ამართლებენ და უკრაინის საზიანოდ აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ახორციელებენ.
სანქცირებულ უკრაინელებს შორის არიან ბლოგერი მიროსლავ ოლეშკოც და პოლიტოლოგი კონსტანტინ ბონდარენკო, რომელმაც ზელენსკის შესახებ დაწერა წიგნი „ჯოკერი“.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ 1 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტით, ოლექსი არესტოვიჩს ჩამოერთვა სახელმწიფო ჯილდოები, დაიბლოკა მისი აქტივები და აეკრძალა ქვეყნიდან კაპიტალის გატანა. უკრაინის ტერიტორიაზე დაიბლოკა წვდომა სოციალურ ქსელებში არესტოვიჩის არხებზე.
უკრაინელი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი, ბლოგერი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უშტატო მრჩეველი გახდა 2020 წლის დეკემბერში. არესტოვიჩმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთ მთავარ სპიკერად იქცა.
2023 წლის იანვარში არესტოვიჩმა მრჩევლის თანამდებობა დატოვა, რასაც წინ უძღოდა მისი სკანდალური განცხადება, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და დიდი მსხვერპლი გამოიწვია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
მოგვიანებით, არესტოვიჩის წინააღმდეგ უკრაინაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები ძალადობის პროპაგანდისა და ცრუ შეტყობინების ბრალდებებით.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინა 2023 წლის შემოდგომაზე დატოვა და ამჟამად -ში ცხოვრობს. არესტოვიჩი უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს სანქციების გამოყენებაში პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისთვის.
ფორუმი