უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს

უკრაინის პრეზიდენტმა მ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, სა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას.
ზელენსკის განცხადებით, სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, სანქციები გამოიყენეს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს ყიდის. ზელენსკიმ ევროპას, ამერიკას და მთელ მსიფლიოს მოუწოდა, ანალოგიურად და პრინციპულად იმოქმედონ.
ბიძინა ივანიშვილის გარდა, მ სანქციები დაუწესა:
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს და მის მამას გიორგი კობახიძეს, თბილისის მერს ს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ს, იუსტიციის და კულტურის ყოფილ მინისტრს, დეპუტატ თეა წულუკიანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს და ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს.
სანქცირებული არიან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ტელეკომპანია „იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური და რეჟისორი გიორგი ხაინდრავა.
უკრაინის სანქციების ქვეშ მოხვდნენ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, და „ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და ვიქტორ ჯაფარიძე.