უკრაინამ სამარაში ნავთობბაზა და დონბასში დრონების ბაზა დაბომბა

უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა ს სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტები დააზიანეს.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წლიური სიმძლავრე 8,8 მილიონ ტონას შეადგენს. აღინიშნება, რომ საწარმო 20-ზე მეტი სახეობის პროდუქციას აწარმოებს და აქტიურად ამარაგებს ს საოკუპაციო არმიას – ის რაკეტის ძრავებისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის საწვავის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.
„სამიზნე ტერიტორიაზე დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძარი. ზიანი დაზუსტდება. გარდა ამისა, განადგურდა „რუბიკონის“ დანაყოფის უპილოტო აპარატების საცავი და საწვავის გადასამუშავებელი სადგური დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქში,“ – ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის ცნობით, დაზუსტდა ასევე რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების შედეგები – დაზიანებულია ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარები ЭЛОУ-АВТ-4 და ЭЛОУ-АВТ-6, ნავთოპროდუქტების რეზერვუარი და მილსადენის ესტაკადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“