უკრაინამ საკუთარი წარმოების ფრთოსანი რაკეტით რუსეთში ასაფეთქებლების ქარხანა დაბომბა

მარცხნივ: Flamingo-ს ტიპის რაკეტის კადრი მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეოდან. მარჯვნივ: რაკეტის აფეთქების კადრიუკრაინამ საკუთარი წარმოების FP-5 ფლამინგოს ტიპის ფრთოსანი რაკეტით რუსეთის სამარის ოლქში ასაფეთქებლების ქარხანაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ რუსული და უკრაინული Telegram-არხები წერენ.
Telegram-არხებზე სამარის ოლქის მაცხოვრებლების მიერ გადაღებული არაერთი ვიდეო მასალა გავრცელდა, რომელშიც ფლამინგოს ტიპის ფრთოსანი რაკეტის დანახვაა შესაძლებელი.
ცნობების პარალელურად, ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ ფედორიშჩევი მოსახლეობა რაკეტის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იერიშის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, უკრაინული წარმოების ფლამინგოს ტიპის რაკეტის მოქმედების რადიუსი 3 000 კილომეტრია.