უკრაინამ რუსულ ქალაქებს დრონებით და რაკეტებით შეუტია

16
უკრაინამ რუსულ ქალაქებს დრონებით შეუტია –  მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, კამიკაძე დრონებით განხორციელებული იერიშების შედეგად  აფეთქება მოხდა იაროსლავის ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ზარალის ზუსტი მოცულობა ჯერ უცნობია. გავრელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიას ამ დრომდე ცეცხლი უკიდია.
გარდა ამისა, რამდენიმე საათის წინ უკრაინელებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ჩაპაევსკში მდებარე ფეთქებადი ნივთიერებების საწარმოზეც. ამ უკანასკნელისთვის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. ამ საწარმოში რუსები, ფეთქებადი ნივთიერებების ფართო სპექტრს აწარმოებდნენ, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალის, საავიაციო ბომბებისა და რაკეტების აღჭურვისთვის.