უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო ბაზაზე, ბორისოგლებსკზე მიიტანეს იერიში, სადაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები Su-34, Su-35S და Su-30SM იყო განლაგებული – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ავიაბაზა ს Су-34, Су-35S და Су-30SM ტიპის თვითმფრინავების საბაზო ადგილს წარმოადგენს.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ფრთოსანი ბომბების საწყობს, სასწავლო თვითმფრინავსა და სავარაუდოდ, სხვა თვითმფრინავებსაც დაარტყეს.
“თავდაცვის ძალები აგრძელებენ ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებას, რათა შეამცირონ ს ოკუპანტების შესაძლებლობები დაარტყან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” – წერია გენშტაბის განცხადებაში.