უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ინფორმაციით, მ რუსეთზე მორიგი იერიში მიიტანა. სამიზნე კალუგის ოლქში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა. „რიას“ ცნობით, თავდასხმა მოსკოვის ოლქის მოსაზღვრე რაიონში დრონების, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდა.
კალუგის ოლქის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა ამბობს, რომ იერიშების შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც მეხანძრეებმა მყისიერად ჩააქრეს. შაპშას დეტალებზე არ უსაუბრია და არ დაუკონკრეტებია, თუ ქარხნის რა ნაწილში გაჩნდა ცეცხლი.
ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები, რომ თავდასხმის შედეგად, ქარხნის ტერიტორიაზე სამი კონტეინერი განადგურდა. აქედან ორი დიზელის საწვავით იყო სავსე, მესამეში კი მაზუთი იყო.
ს ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ენერგოობიექტებზე უკრაინის თავდასხმები გახშირდა. ამბობს, რომ მისი სამიზნე რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ