ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინამ ოთხჯერ გამოიყენა უპილოტო აპარატები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობის ტანკერებზე იერიშებისთვის, რითაც გაამწვავა საზღვაო ომი და აჩვენა, რომ უკრაინის სპეცსამსახურები სულ უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს – ახორციელებენ გაბედულ შეტევებს და საჯაროდაც იღებენ მათზე პასუხისმგებლობას.
ერთი ხომალდი ჰაერიდან გაშვებულმა დრონებმა ხუთშაბათს ღამით დააზიანეს ხმელთაშუა ზღვაში, უკრაინიდან 1900 კილომეტრზე მეტ მანძილზე. კიდევ სამი ხომალდი შავ ზღვაში საზღვაო უპილოტო აპარატებით იქნა განეიტრალებული. ეს არის პირველი შეტევები რუსეთის ნავთობის ტანკერებზე, რომლებიც სანქციების რეჟიმს არღვევენ და რომლებზეც უკრაინამ პასუხისმგებლობა აღიარა რუსეთის მიერ 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, წერს The New York Times.
ამასთან, უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ოთხჯერ განახორციელა იერიში რუსეთის ნავთობმოპოვების პლატფორმებზე კასპიის ზღვაში.




