უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 84 პირი დაიბრუნა – მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველებიც

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 84 პირი დაიბრუნა – მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველებიც
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 84 ადამიანი დაიბრუნა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
“უკრაინელებს სახლში ვაბრუნებთ. დღეს გათავისუფლებულ სამოქალაქო პირებს შორის რუსების მიერ 2014, 2016 და 2017 წლებიდან დაკავებულები არიან. გათავისუფლებულ სამხედროებს შორის კი მარიუპოლის დამცველები არიან“, – წერს X-ზე.
უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დღეს უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 33 სამხედრო და 51 სამოქალაქო პირი დაიბრუნა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე – ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება – რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ