გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა.
მათივე ცნობით, უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა ვორონეჟის ოლქში არსებულ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს.
“უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით განხორციელებული დარტყმის შედეგად იწვის საწვავით სავსე რეზერვუარები, რომლებსაც ოკუპანტები არმიის მომარაგებისთვის იყენებენ. საწარმო ეკუთვნის რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაციას “როსნეფტს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანეს სმოლენსკის რეგიონში “სმოლენსკის საავიაციო ქარხანა”. ამ ქარხანაში აწარმოებენ სამხედრო თვითმფრინავებს.
გენშტაბში ამბობენ, რომ ქარხანაში აფეთქებები დაფიქსირდა.