Planet / რადიო თავისუფლება23 მარტის ღამის საათებში უკრაინულმა მხარეს ლენინგრადის ოლქის პრიმორსკის პორტში რუსეთის სახელმწიფო კომპანია ტრანსნეფტის ნავთობტერმინალი დაბომბა.
პრიმორსკის პორტი, რომელიც უკრაინის უახლოესი საზღვრიდან 1 087 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ბალტიის ზღვაში რუსეთის მთავარ საექსპორტო ჰაბს წარმოადგენს და ის ყოველწლიურად 60 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიხედვით, იერიშის ფარგლებში უკრაინის ძალებმა საწვავის ავზსა და ნავთობის ჩასატვირთ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რასაც ხანძარი მოჰყვა.
რადიო თავისუფლებამ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად ნავთობტერმინალის, სულ მცირე, ოთხი ავზი იწვის. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო კადრებიც.
Reuters-ის მიხედვით, თავდასხმის გამო ნავთობტერმინალზე სამუშაოები დროებით შეჩერდა და 23 მარტის შუადღის საათებში გაგრძელდა.