უკრაინამ რუსეთიდან 390 ტყვე დაიბრუნა “1000 -1000-ზე გაცვლის” პირველ ეტაპზე

უკრაინამ დან 390 ტყვე დაიბრუნა – ეს არის “1000-1000-ზე გაცვლის” პირველი ეტაპი, რომელიც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. რუსეთი და ტყვეების გაცვლაზე 15 მაისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია უკვე დაბრუნებული ტყვეების შესახებ თავად უკრაინის პრეზიდენტმა, მ გაავრცელა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ტყვედ მყოფი ადამიანის დაბრუნება. ჩვენ ვამოწმებთ ყველა გვარს, ინფორმაციას ყველა ადამიანის შესახებ; ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს დიპლომატიურ მუშაობას, რათა ასეთი ნაბიჯები შესაძლებელი იყოს“, – წერს ზელენსკი Telegram-ზე;
ტყვეების წინა გავლა რუსეთსა და უკრაინას შორის 19 აპრილს მოხდა – მაშინ გაცვლის ფორმულა იყო “246-246-ზე” და ეს პროცესი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით წარიმართა რუსეთსა და უკრაინას შორის.
უკრაინის მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მოყოლებული, ტყვეობიდან სახლში სულ 5000-მდე ადამიანი დაბრუნდა, მათ შორის არიან როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები.