უკრაინამ პოლიგონი დაბომბა, დაიღუპა სულ მცირე 60 რუსი სამხედრო – მედია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს რუსული სამხედრო პოლიგონი ოკუპირებულ დონეცკის ოლქში. ადგილზე 300-მდე რუსი სამხედრო იმყოფებოდა, დაღუპულია სულ მცირე 60 მათგანი, იტყობინება „მედუზა“.
„ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიგონი 20 თებერვალს, დღისით დაიბომბა – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, „ჰაიმარსის“ გამოყენებით. დაბომბვისას პოლიგონზე 200-300 სამხედრო იყო – ისინი გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევს ელოდნენ.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო, ეგორ გუზენკოც ადასტურებს, რომ სამხედროები გენერალს ელოდნენ. მისივე თქმით, ესენი იყვნენ 36-ე გვარდიის მოტომსროლელთა ბრიგადის წარმომადგენლები, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი ბაიკალის ოლქია. რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ [„ვოენკორი“] რომან საპონკოვი წერს, რომ გენერალი მოისეევი ადგილზე აღარ მივიდა.
„მედუზას“ ცნობით, ინტერნეტში გავრცელდა არაერთი ფოტო თუ ვიდეო, რომელზეც დაბომბვის შედეგებია ნაჩვენები, მათ შორის ათეულობით გარდაცვლილი სამხედრო ფორმაში. ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ არაა დადასტურებული.
უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა