უკრაინამ 26 აგვისტოს პირველად აღიარა, რომ რუსეთის არმია დნეპროპეტროვსკის რეგიონში შევიდა – ცენტრალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, რომელიც აქამდე ინტენსიური ბრძოლებისგან დაცული იყო, იტყობინება AFP-ი.
ინფორმაციას ადასტურებს “უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის გენერალური შტაბზე დაყრდნობით.
„დიახ, ისინი შევიდნენ და ამ დროისთვის ბრძოლები მიმდინარეობს“, – განუცხადა AFP-ს დნეპროპეტროვსკის ოპერატიული სტრატეგიული
ძალების ჯგუფის პრესსპიკერმა ვიქტორ ტრეგუბოვმა, თუმცა არმიამ უარყო მოსკოვის მტკიცება, რომ აიღო ზაპორიზკესა და ნოვოგეორგიევკას დასახლებები.
უკრაინის გენერალური შტაბი წერს, რომ უკრაინელი სამხედროები დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფლების – ზაპორიჟსკესა და ნოვოგეორგიევკას ტერიტორიაზე იბრძვიან, თუმცა ეს დასახლებები ჯერ არ არის დაკავებული მოწინააღმდეგის მიერ:
“უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს რუსი დამპყრობლების წინსვლა და აგრძელებენ ზაპორიჟსკეზე კონტროლს, მტრის ყველა მცდელობის მიუხედავად, დაიკავოს დასახლება”.
აქტიური ბრძოლები ასევე მიმდინარეობს ნოვოგეორგიევკაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები მტერს მნიშვნელოვან დანაკარგი აჩვენეს, ყოველდღიურად ანადგურებენ ათობით ოკუპანტს. ინფორმაცია რუსების მიერ ამ ორივე დასახლების ოკუპაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“. – წერს უკრაინის გენერალური შტაბი.
ფორუმი