ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინამ ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მედია წერს, რომ წყარო სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ სანქციები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.
გუშინ, უმაღლეს რადაში სხდომის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ საბჭომ სანქციები დააწესა, თუმცა კონკრეტული გვარები პრეზიდენტმა არ დაასახელა.
“ვიცავთ ჩვენ სახელმწიფოს და აღვადგენთ სამართლიანობას: ყველა, ვინც ანადგურებდა ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს – ყველამ უნდა აგოს პასუხი. მილიარდები, რომლებიც ფაქტობრივად უკრაინის გაყიდვით მოიპოვეს, უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უკრაინის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ – უნდა დაიბლოკოს და დაიხარჯოს ქვეყნის და უკრაინელების თავდაცვაზე. ასეც იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/images-6-300x168.jpg)