“უკრაინამ ორ წელიწადში დაამტკიცა, რომ ომის მოგება შეუძლია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო პანელის ფარგლებში ისაუბრა.
მისივე თქმით, დემოკრატიული სამყარო გაერთიანდა და ეხმარება უკრაინას, რომელსაც ეს მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდება.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დახმარება დროულად გვჭირდება..ჩვენ პრაქტიკულად გავანადგურეთ რუსული ფლოტის ნებისმიერი დომინირება შავ ზღვაში. მიუხედავად ყველა მოლაპარაკებისა, ჩვენ გავხსენით ახალი დერეფნები მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის, ჩვენ არ წავედით რაიმე დათმობაზე”, – განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, უკრაინისა და პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრიორიტეტია მოკავშირეთა ერთიანობის შენარჩუნება უკრაინის დასახმარებლად, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით ერთიანობის შენარჩუნება.