Bastion-M ტიპის გამშვები სისტემის განადგურების კადრიГУРუკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში Zircon-ის ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების გამშვები სისტემა გაანადგურეს.
“24 მარტის ღამით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ГУР-ის უპილოტო სისტემების დეპარტამენტის სპეციალისტებმა ყირიმში Bastion-M ტიპის გამშვები სისტემების კოლონა აღმოაჩინეს, რომელიც პოზიციის დასაკავებლად ემზადებოდა” – განაცხადა უწყებამ.
განცხადების მიხედვით, იერიშის შედეგად ერთი Bastion-M გამშვები სისტემა, ორ Zircon ზებგერით ფრთოსან რაკეტასთან ერთად, განადგურდა, ხოლო კიდევ ერთი სისტემა დაზიანდა. სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ იერიშის შედეგად შვიდი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა.
Zircon რუსული ზებგერითი ფრთოსანი რაკეტაა, რომელსაც მაღალი სიჩქარით გადაადგილება შეუძლია, რაც მის უვნებელყოფას ართულებს. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსულმა ძალებმა ეს რაკეტები უკრაინის სხვადასხვა რეგიონში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებისთვის გამოიყენეს.