უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლთან რუსი სამხედროების სამმართველო პუნქტი დაბომბა

უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლთან რუსი სამხედროების სამმართველო პუნქტი დაბომბა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისი ავრცელებს.
“დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასპოტოლთან ახლოს რუსი სამხედროების დაჯგუფების სამმართველო პუნქტი დაბომბეს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ძელმძღვანელმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებსა და ყველას, ვინც ოპერაციის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას.
“2 იანვარს რუსეთის ფედერაციის ტყუილის სამინისტრომ “ბუნკერში მყოფი მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის მოადგილისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 9 გენერლის” რუსული რაკეტებით დაბომბვის შესახებ ჩააბარა ანგარიში. გამარჯობა ოკუპანტებს ყირიმში! მტრის პროპაგანდისგან ასეთივე ეპიკურ ანგარიშს ველი სევასტოპოლიდან და ევპატორიიდან 4 იანვარს და მერამდენედ მადლობას ვუხდი საჰაერო ძალების პილოტებსა და ყველას, ვინც ოპერაციას გეგმავდა, უნაკლოდ შესრულებული სამუშაოსთვის,” – ნათქვამია ოლეშჩუკის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის