უკრაინამ ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა ნიკარაგუასთან მას შემდეგ, რაც ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყანამ ს მიერ ანექსირებული უკრაინული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნიკარაგუის გადაწყვეტილებას, რუსეთის ტერიტორიის ნაწილად აღიაროს დროებით ოკუპირებული და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილი, განიხილავენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობად და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ძალით დაპყრობის ლეგიტიმაციის მცდელობა ადასტურებს, რომ ნიკარაგუის მარიონეტული რეჟიმი ფინანსურად და პოლიტიკურად პირდაპირ დამოკიდებულია მოსკოვზე. მსგავსი არამგობრული აქტების პასუხად ნიკარაგუასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტილად აცხადებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას განცხადებით, არ დაუშვებენ სახელმწიფოებრიობის არანაირ ხელყოფას და ყველა საჭირო ზომას მიმართავენ დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საზღვრების ხელშეუხებლობის დასაცავად.
ნიკარაგუის მთავრობის პოლიტიკის მხარდამჭერმა გამოცემა El 19 Digital-მა 2025 წლის ივლისის ბოლოს გამოაქვეყნა ქვეყნის პრეზიდენტ დანიელ ორტეგას წერილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი. ორტეგამ პუტინს აცნობა, რომ ნიკარაგუა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებს რუსეთის განუყოფელ ნაწილად აღიარებს.
2025 წლის სექტემბერში ნიკარაგუის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელიც რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიას ხელმძღვანელობს, რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების და ქალაქ სევასტოპოლის ხელმძღვანელებად დანიშნულ პირებთან მოსკოვში გააფორმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებები.
· რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები, რომლებსაც ნაწილობრივ აკონტროლებს, თავის ტერიტორიად გამოაცხადა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდ თვეში, 2022 წლის 30 სექტემბერს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია ყირიმი და ქალაქი სევასტოპოლი.
უკრაინის ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად აღიარებენ ჩრდილოეთ კორეა და საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული და ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადებული და „სამხრეთ ოსეთი“. ნიკარაგუას აღიარებული აქვს საქართველოს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობაც.
ფორუმი