უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა

10 ნოემბრის დილას მ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, ს დედაქალაქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგად 22 უკრაინული დრონია განადგურებული.
გარდა ამისა, მოსკოვის მერის თქმით, ქალაქის მიმდებარედ, კიდევ 10 უკრაინული დრონია ჩამოგდებული.
საჰაერო იერიშის დაწყებისთანავე მუშაობა შეწყვიტეს ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით იერიშს ზიანი არ მოჰყოლია და საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანადგურა, თუმცა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ცეცხლმოკიდებული შენობები ჩანს.
წყარო: ტაბულა