რუსეთში, კალუგის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველო იდგა. ინფორმაცია Українська правда-ს საკუთარმა წყარომ დაუდასტურა.
კალუგის ოლქის გუბერნატორი კი აცხადებს, რომ ძერჟინსკის რაიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა და რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა.
რუსული ონლაინ გამოცემა База კი აღნიშნავს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქების ხმა იყო და ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მალევე მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ კალუგის ოლქში მდებარე ნავთობ-ქიმიურ საწარმო პირველ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა 2023 წლის აგვისტოშიც მოხდა.